ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მათე სილაგაძემ ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მე-10ბ კლასის მოსწავლე მათე სილაგაძე. მათემ, 16 წლამდე ჭაბუკთა შორის ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ მათე, წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის და სკოლის სასახელოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წახალისება და ხელშეწყობა სხვადსხვა ოლიმპიადებსა თუ პროექტებში მონაწილეობისთვის.
იხილეთ ფოტოები: