ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ ეროვნული სამოსის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა 
19-05-2023

ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ საქართველოს ეროვნული სამოსის დღე იზეიმეს. 

მოსწავლეებმა ეროვნული სამოსი მოირგეს და ეს დღე საზოგადოებას ხალხური ცევკებით მიულოცეს.

„სასიამოვნო სანახავი იყო დღეს გორდა. თვალს და გულს უხაროდა ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეების ცქერა. შესვენებებზე, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა, ხალხური ცეკვებით სკოლის დრეფნებსა და ეზოში ნამდვილი ცეცხლი დაანთეს, ერთმანეთს ენაცვლებოდა „ქართული“ და „განდაგანი“, „რაჭული“ და „მთიულური... ვინ ფოტოსესიით იყო დაკავებული, ვინ კიდევ სარკესთან იღებდა სელფს “, - აღნიშნავენ სკოლაში.

​როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ჭეშმარიტად გააცოცხლეს საქართველოს კუთხეების ტრადიციები და ისტორია.

„მადლობა მშობლებს თანადგომისთვის და კოსტუმირებულ შოუში ხელშეწყობისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

საქართვლეოში ეროვნული სამოსის დღე 18 მაისს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203