მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის ტურნირში გაიმარჯვა
19-05-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, ისინი, მამია ფანცულაიას სახელობის ტურნირში - „მინი ფეხბურთი“, მაღლაკის N2, ფარცხანაყანევის N2 და N4 და მუხიანის საჯარო სკოლის გუნდებთან ერთად მონაწილეობდნენ.

ტურნირი მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის სტადიონზე ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრები დაძაბულად მიმდინარეობდა.

„ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოფელ ფარცხანაყანევის N2 და სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის გუნდები, რომელიც ანგარიშით 3:2 მაღლაკის N1 საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დამთავრდა, რომლის სპორტის მასწავლებელი იოსებ ფხაკაძე გახლავთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სოლაში გვიყვებიან, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა სოფელ მაღალკის N1 საჯარო სკოლის გუნდის წევრი - რამაზ ბობოხიძე, რომელსაც სიგელი გადაეცა.

მსგავსი შეჯიბრებები და ტურნირები მოსწავლეებს გუნდურობას ასწავლის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203