„მომავლის ბიზნეს სკოლაში“ ინტელექტუალური თამაში გაიმართა
19-05-2023
ზესტაფონის „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
10 მაისს, „მომავლის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ინტელექტ-კლუბის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის? გაიმართა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები მასში ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხებიც გასცეს და ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული ღონისძიებები აქტიურად იმართება.