საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
19-05-2023

ბოლნისის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის დღე იზეიმეს.

სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით სასკოლო პროექტი - „კულტურული მემკვიდრეობა“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა ეროვნული სამოსი მოირგეს, საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ისინი ამ დღის მნიშვნელობას გაეცნენ, რომ სამოსი ქვეყნის კულუტრის ნაწილია.

მათი დევიზი იყო - „გააცოცხლე ისტორია“. 

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 18 მაისს აღინიშნება. მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203