ვანზომლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
19-05-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო სახის აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ. ისინი ასევე პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო ადგილებსა და დაწესებულებებს სტუმრობენ.

დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ამჯერად, 18 მაისს - მუზეუმის დღესთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

მოსწავლეები სიანტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მათთვის დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავევისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203