„რა არის ტოლერანტობა?“ - გელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
19-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება.
წარმატებულ სასწავლო პროექტებს შორის აღსანიშნავია - „რა არის ტოლერანტობა?“. რომელიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ისაუბრეს შემწყნარებლობაზე და მის როლზე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
ბავშვებმა ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი, რომელზეც არაერთი საინტერესო ინფორმაცია დაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ გელაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეები არა მხოლდ საგნობრივ ცოდნას იძენენ, არამედ სამაგალითო მოქალაქეებად ყალიბდებიან.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს