ხუნწის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
19-05-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის საზეიმოსთან ერთად სევდის მომგვრელია. დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. მოსწავლე-მასწავლებლებმა მე-12 კლასელებს მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს და წარმატებული მომავალი უსურვეს. მოსწავლეებმა კი პედაგოგებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203