თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მორიგი თეატრალური ტრიუმფი
02-05-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მორიგი თეატრალური ტრიუმფი - სკოლამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მონაწილეობა საქართველოს სტუდენტური და საყმაწვილო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალში მიიღო.
თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ „მოდი ნახეში“ რიტა ბუცხრიკიძის სპექტაკლი „მშვიდობის ჩიტები“ წარადგინეს.
პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი; სამხატვრო ხელმძღვანელი - თეა მაცაბერიძე; მუსიკალური გამფორმებელი - სოფიო ქავთარაძე; ქორეოგრაფი - გიორგი ჭანკვეტაძე.
ჟიურის წევრები კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, მსახიობი ნანა ხურითი, ფილოლოგი ვაჟა პაპასკირი და ქორეოგრაფი ცისო კობახიძე იყვნენ. მათი გადაწყვეტილებით თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თეატრს ლაურიატის დიპლომი და მედალი გადაეცა,
აგრეთვე, გუნდმა თურქეთში, კერძოდ, ქალაქ სიდეში გასტროლებზე მიწვევა მიიღო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს