ქვემო თხილვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
19-05-2023
დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნეოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენას აღნიშნავენ და საინტერესო ადგილებს სტუმრობენ.

ამჯერად, სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ექსკურსიაზე, თხილვანის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მათ მუზეუმის ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალიერეს.ისინი მათ ისტორიას გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

მოსწავლეთათვის დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება 18 მაისს.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203