ეშტიის N2 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
19-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

ახლა უკვე კურსდამთავრებულებმა, სკოლის დასრულება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და თეთრი მაისურები კეთილი სურვილებით აუჭრელეს. 

სასკოლო საზოგადოებისთვის დღეს ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

„ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ ბოლო ზარს! ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყებას, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები - უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებითა თუ სასურველი და საოცნებო პროფესიის დაუფლებით. დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან ბოლოჯერ დაირეკა თქვენთვის სკოლის ზარი. ყველას გისურვებთ დიდ წარმატებებს, ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას!“,- ასე მიულოცა სასკოლო საზოგადოებამ კურსდამთავრებულებს. 


იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203