ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგთა საინტერესო გაკვეთილებს ქოუჩი და ლიდერი მასწავლებელი დააკვირდნენ
19-05-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის I-VI კლასებში საინტერესო გაკვეთილები ჩატარდა.

გაკვეთილები დაიგეგმა საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა - ქართული ენისა და მათემატიკის სწავლა-სწავლებაში ინოვაციების დანერგვას და ხელშეწყობას; მართული კითხვის სტრატეგიების გამოყენებას; დიფერენცირებულად სწავლების მეთოდების გამოყენებას; მათემატიკის სწავლებას რესურსებისა და სხვადასხვა, საინტერესო აქტივობებით. პედაგოგებმა გაკვეთილზე მიმართეს ბუნებრივი მიდგომის აქტივობას თემატური პლაკატის გამოყენებით, 

გაკვეთილები სკოლის მსჯ-ს წევრმა მასწავლებლებმა - თამილა ჭაჭუამ, თამარ სამუშიამ, ნანა კალანდიამ და ასმათ კვარაცხელიამ ჩაატარეს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილებს პროგრამის ფარგლებში, ქოუჩი დოდო ცქვიტაია და მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ლიდერი მასწავლებელი ლანა კაკაჩია ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203