ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვან პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
19-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეები English Book Education-ის კონკურსში ჩაერთნენ და წარმატებით იასპარეზეს. 

აღსანიშნავია, რომ კონკურში მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებისთვის კონკურსი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მასში დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში უცხო ენის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებასა და ამ კუთხით მოსწავლეთა განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203