ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა
19-05-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინის მთავარ თემატიკას სინუსი და კოსინუსი წარმოადგენდა და ის მე-10ა და მე-10ბ კლასებს შორის ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნებისა და მათში მათემატიკის ცოდნის, დისციპლინისა და პასუხისმგებლობის დონის გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ დაძაბული კონკურენციის შემდეგ, ორივე გუნდმა მოიგო და აქტიური მონაწილეობისთვის სიმბოლური დიპლომები მიიღო.
მოსწავლეები ვიქტორინაში დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ და საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს