„ხის სიმაღლის დადგენა“ - წყალტუბოს N2 სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
19-05-2023

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლის მე-9, მე-9 და მე-9 კლასებში, მათემატიკის გაკვეთილზე თემაზე - „ხის სიმაღლის დადგენა“ კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები შემდეგ საკითხებზე : „როგორ გვეხმარება გეომეტრია პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში?“ და „როგორ შეიძლება გამოვთვალოთ მიუდგომელი ობიექტის სიმაღლე ტრიგონომეტრიული თანაფარდობის გამოყენებით?“.

როგორც სკოლაში გვიყვებინ, პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

მათ ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

„მოსწავლეებს მოეწონათ განხორციელებული აქტივობები, დამსწრე მასწავლებლებმა ასევე მოიწონეს მათი პრეზენტაციები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203