ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მზის სისტემის მოდელი შექმნეს
19-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მზის სისტემაზე საინტერესო აქტივობა ჩაატარეს.
ბავშვებმა აქტივობა კლასში შეასრულეს, რამაც ხელი შეუწყო მათი ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა გაიგეს, რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში, ასევე შეისწავლეს პლანეტების სახელები და მათი რიგი და კითხვების საშუალებით, საკითხი მეტად გაიაზრეს. მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაოც შეასრულეს და მზის სისტემის მოდელი დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის აღნიშნულ თემაზე მუშაობა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა.