ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „რა არის ტრეფიკინგი?“ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
19-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისთვის არაერთი საგანმანათლებლო ღონსძიება თუ აქტივობა იმართება. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს სამოქალაქო განათლების კლუბი, რომლის წევრები საინტერესო პროექტებში არიან ჩართულნი.

ამჯერად, სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ვ.სეირანიანის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „რა არის ტრეფიკინგი?“ ანუ „ადამიანით ვაჭრობა“, რომელიც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ძალიან აქტიური საკითხია მთელ მსოფლიოში.

მათ ისაუბრეს ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მოსწავლეები გააფრთხილეს, რომ მომავალში არ გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი, მოამზადეს თემის შესაბამისი პოსტერი და ბუკლეტები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203