შომახეთის საჯარო სკოლაში მოსწავლის - თამარ მაჭარაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო
19-05-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთის საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა - თამარ მაჭარაშვილი, რომელიც შემოქმედებითი ხედვითა და უნარებით გამოირჩევა.

სკოლაში მოსწავლის ნახატების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოჩენილი იყო მისი შემოქმედობითობა.

მოსწავლის ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„წარმატებები ჩვენს შემოქმედ პატარა მხატვარს!“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203