ფაჩხის საჯარო სკოლაში კინომიუზიკლის - „ვერის უბნის მელოდიები“ პრეზენტაცია ჩატარდა
19-05-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, მე-6 კლასში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ,  ქართული კინომიუზიკლის ყველაზე საუკეთესო ნიმუშის - „ვერის უბნის მელოდიები“ პრეზენტაცია ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუსიკის მასწავლებელი - ჟუჟუნა მახარაძე. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფილმის პრეზენტაცია ძალიან კარგად და საინტერესოდ წარიმართა. 

აღნიშნულ პრეზენტაციაზე, მოსწავლეებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლი შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„მაროსა და თამროს როლი თამთა და ნინი ხოზრევანიძეებმა  გაითამაშეს, ხოლო ფოსტალიონის როლი ნოდარ ბილვანიძემ, მრეცხავი ვარდოსი კი თეკა ლასურიძემ მოირიგო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203