„გავაცილეთ ჩვენი პირველი მერცხლები და გავაყოლეთ უთვალავი ფერადი სურვილი“ - კოხტის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ პირველად დაირეკა
19-05-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს. 2023 წლის 19 მაისი სკოლისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან „ბოლო ზარი“ პირველად დაირეკა. 

ეს დღე მოსწავლე-მასწავლებლებისთვის საზეიმოსთან ერთად სევდის მომგვრელიცაა, პედაგოგებმა „პირველ მერცხლებს“ გზა დაულოცეს და მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს, მეთორმეტეკლასელებმა კი პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

„დღეს ჩვენს სკოლაში პირველად დაირეკა ბოლო ზარი, გავაცილეთ ჩვენი პირველი მერცხლები და გავაყოლეთ უთვალავი ფერადი სურვილი“, - გვიყებიან სკოლაში და კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულცავენ. 

„გილოცავთ ცხოვრების ახალ, ძალიან საინტერესო ეტაპზე გადასვლას და ულევ წარმატებას, სიხარულს და ბედნიერებას გისურვებთ! მუდამ გვეამაყოს თქვენით!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203