კორბოულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოინახულეს
19-05-2023
ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლაში, პროექტი - „წარსულით განათებული მომავალი“, ხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს და  შეეხება კორბოულის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

პროექტის მონაწილეებმა, კორბოულის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოინახულეს. ტაძრის კეთილმოწესემ - იმედა კაპანაძემ მოსწავლეებს ტაძრის ისტორია გააცნო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთათვის ეს დღე ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203