აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზემს ესტუმრნენ
19-05-2023
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებელმა - თამარ კუჭაძემ პროექტის - „ვიცნობდეთ ჩვენს რაიონს“, ფარგლებში მოსწავლეები ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წაიყვანა.
პროექტი თამარ კუჭაძეს ეკუთვნის, ვიზიტი კი 18 მაისს გაიმართა და მასში პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიზიტი მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაემთხვა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის წარმომადგენლებს მუზეუმის გიდი საინტერესოდ ესაუბრა და უცნობი ისტორიული ფაქტების შესახებ მოუყვა, ასევე მან მოსწავლეებს გააცნო ჩვენს წელთაღრიცხვამდე და ჩვენი წელთაღრიცხვით დათარიღებული ექსპონატები.
პედაგოგმა, მოსწავლეებს ჩაუტარა მინი გაკვეთილი თემაზე- „ცხოველები და ფრინველები მუსიკაში“.
რეკვიზიტებს შორის აღსანიშნავია XIX საუკუნის პიანინოს წინაპარი საკრავი „ფიზჰარმონი“. მასწავლებელმა მოსწავლეებს მოასმენინა საკრავის ჟღერადობა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს