ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგები ფერადი ღონისძიებით ბავშვობაში „ამოგზაურეს“
19-05-2023

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები, ბავშვებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა, დამრიგებელ ელისო რობაქიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გამართეს.

„სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ღონისძიება გვაჩუქეს მეექვსეკლასელებმა, მაისის მოღრუბლული დღე გაანათეს და გააფერადესგვამოგზაურეს ბავშვობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება ბუნებაში გაიმართა, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ის.

„ღონისძიებაზე პეპის სიტყვები გაგვახსენდა: „ვფიცავ, არასოდეს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა;  „ქეციანი წვიმის გამო“ არ ღირს უკან დახევა და ბავშვურ ოცნებებზე უარის თქმა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს, დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სანახაობები წარადგინეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„პეპისავით უდარდელი და სიყვარულით სავსე ცხოვრება ვუსურვოთ მეექვსეკლასელებს თავის საყვარელ მასწავლებელთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203