გორისის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები ჩატარდა
19-05-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით სხვადასხვა საინტერესო პროექტი და აქტივობა ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტის - „ხელი გაუწოდე ბუნებას“ და კლუბი „ისტორის“ პროექტ - „უსაფრთხო გარემოს“ ფარგლებში გარემოსდაცვითი აქტივობები დაიგეგმა.

მოსწავლეებმა საინტერესო, თემატური ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„პროდუქტის შექმნისას გამოვიყენეთ: მუყაოს ქაღალდი, საამშენებლო თაბაშირმუყაოს ფილა, კბილის წკირები, მეორადი ფერადი ფურცლები, საღებავი, ეგრედწოდებული „ცხელი წებო-სილიკონი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში მოსწავლეები ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს ესადაგება.

„მადლობა მერვეკლასელებს და მათ მშობლებს პროექტის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალხმრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

​იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203