წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ხელნაკეთი წიგნები შექმნეს
19-05-2023

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე იმუშავეს, რომელიც ითვალისწინებდა, მოსწავლეთა საყვარელი წიგნისა და ფილმის შესახებ, ინგლისურად,  „lapbook“  - წიგნების შექმნას.

მეცხრეკლასელებმა აღნიშნულ თემაზე ხელნაკეთი წიგნები შექმნეს, რომლებშიც ჩაწერეს მოძიებული ინფორმაციები.

მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„lapbook“ არის ინტერაქტიული ვიზუალური ორგანიზატორის მაგალითი, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიკვლიონ და ჩაიწერონ, შეაჯამონ, ილუსტრაციის სახით წარმოადგინონ ის, რაც ისწავლეს კონკრეტულის შესახებ. „lapbook“ არის ხელსაწყო, რომელიც ეხმარება მოსწალვეებს აზროვნება და კომუნიკაციის უნარი გააუმჯობესონ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეებს ინგლისური ენის სიღრმისეულად შესწავლაში ეხმარება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203