ცხენთაროს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
19-05-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ. 

შეხვედრა, 17 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში, ეკოკლუბის „მწვანე სკოლა GREEN SCHOOL“, წევრებთან  გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ აქტივობა მასწავლებლების: მარეხი ღიბრაძის და თამარ სულაბერიძის მხარდაჭერით გაიმართა. 

შეხვედრაზე, მოსწავლეები გაეცნენ ბავშვთა უფლებების, მოვალეობებისა და ცენტრის შექმნის ისტორიის შესახებ საინტერესო პრეზენტაციას.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია ბავშვთა უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, მამული ბუჭუხიშვილმა წარმოადგინა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203