მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტზე იმუშავეს
19-05-2023
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, ჩაერთნენ.

აღსანიშნავი, რომ პროექტზე მე-9 კლასის მოსწავლეები მუშაობდნენ, მათ მრავალფეროვანი საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებაში გაავრცელეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაციები მოიძიეს და თანატოლებს გაუზიარეს. 

სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურ ჩართულობას და საქართველოს ისტორიის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203