ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონფერენცია - „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა - 2023“ ჩატარდა
19-05-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას აქტიურად უზიარებენ. სკოლაში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას.

სწორედ ამიტომ, სკოლაში დირექტორ მარინე ჯანჯღავას ინიციატივით, ახალი ტრადიცია დამკვიდრდა - და პირველად ჩატარდა შიდასასკოლო კონფერენცია სახელწოდებით - „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა - 2023“. 

„კონფერენციის მიზანი იყო საკუთარი პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის და თანამშრომლობის უნარის განვითარება სასკოლო საზოგადოებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ, კონფერენციაზე თემა: კომპლექსური დავალებები და პროექტული სწავლება განიხილეს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ შემდეგი მასწავლებლები: მარინე ჯანჯღავა (საგანი: ფიზიკა-კომპლექსური დავალება), შორენა კვირკვია( ქართული ენა და ლიტერატურა-კომპლექსური დავალება), ასმათ კვარაცხელია ( ქართული ენა და ლიტერატურა-კომპლექსური დავალება),  ლელა ლუკავა (ისტორია- პროეტებით სწავლება), მანანა აკობია(ინგლისური-კომპლექსური დავალება), ნათია მეგრელიძე( ქიმია-ინგირებული პროექტი), მაია ფიფია(ისტ-კომპლექსური დავალება), ლანა კაკაჩია( დაწყებითი 1-ელი-მე-4 კომპლექსური), ეკატერინე სამუშია(გეოგრაფია-პროექტული სწავლება),ნანა კალანდია( მათემატიკა- პროექტული სწავლება) თამილა ჭაჭუა (დაწყებითი 1-ელი-მე-4 კლასები, კომპლექსური დავალება). 

სკოლის დირექტორმა - მარინე ჯანჯღავამ თითოეული მომხსენებელი სერტიფიკატით დააჯილდოვა.

„ტექნიკურ მხარეზე იზრუნა ისტის პედაგოგმა მაია ფიფიამ, ხოლო კონფერენციას უძღვებოდა ლანა კაკაჩია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეხვედრები, როგორც პედაგოგთა, ასევე მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203