განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე - ნინი ცეცხლაძე მასშტაბურ ლიტერატურულ ღონისძიებას შეუერთდა 
19-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორისაა, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე - ნინი ცეცხლაძე, რომელიც მასშტაბურ ლიტერატურულ ღონისძიებაში ჩაერთო. 

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ღონისძიება „ლიტერატურული ჰაბი“ მუნიციპალიტეტებში მეორედ იმართება.

ღონისძიების ფარგლებში ნინი ცეცხლაძემ ორდღიანი სასწავლო კურსი უკვე გაიარა. 

კურსი, 13-14 მაისს ჩაუტარდათ ახალგაზრდებს შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. „ლიტერატურული ჰაბის“ ფარგლებში ახალგაზრდები ესწრებიან ლიტერატურულ მასტერკლასებსა და ტრენინგებს, ასევე, სალონურ საღამოებს, რომელთაც თანამედროვე მწერლები და პოეტები უძღვებიან.

ფოტო: ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი • Youth Regional Center
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203