ტობანიერის საჯარო სკოლაში, აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით, კვირეული ჩატარდა 
19-05-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სასკოლო კვირეული მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის მიზანი იყო აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება. 

კვირეულის ფარგლებში, უფროსკლასელებმა შექმნეს მრავალფეროვანი კედლის გაზეთები და ვიდეოკოლაჟი ჩანახატით, რომლებითაც წარმოადგინეს თავიანთი ხედვა აფხაზეთის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

კვირეული ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა, მოსწავლეები მასში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ. 


იხილე ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203