ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გასართობი პარკის მაკეტი შექმნეს
19-05-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი სახის პროექტი და აქტივობა ტარდება.

ამჯერად, სკოლაში „ინტელის“ პროექტი - „გასართობი პარკის მაკეტის შექმნა“, დასრულდა. 

პროექტი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა და პედაგოგმა - ხ.ხუციშვილმა, ხელოვნების პედაგოგმა ე.ფანჩვიძემ და ისტ-ის მასწავლებელმა თ.მექოშვილმა, განახორციელეს.

მოსწავლეები, პროექტზე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მუშაობდნენ.

მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203