განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმის მოყვარულთა კლუბის წევრები გახდნენ
19-05-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა პროექტში აქტიურად და მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები: მარი ირემაძე, ნინი ცეცხლაძე და ანანო ხარაბაძე მუზეუმის მოყვარულთა კლუბის - „მოხალისე მუზეუმელის“ წევრები გახდნენ.

მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთნონ, თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინონ და განავითარონ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203