ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სპექტაკლი - „ტყის შვილები“ გაითამაშეს
19-05-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტები ხორციელდება, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა სასკოლო პროექტის - „გარემოს დაცვა“ ფარგლებში, სპექტაკლი - „ტყის შვილები“, რ. ინანიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, გაითამაშეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მოთხრობა პიესად აქციეს, მოირგეს როლები, დაამზადეს რეკვიზიტები, სპექტაკლი გააფორმეს მუსიკალურად და თავიანთი ნამუშევარი უმცროსკლასელებს წარუდგინეს.

მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში გამომეტყველებითი კითხვის, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი უნარებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სპექტაკლს სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203