„ჩემი ოჯახი, ჩემი ღირსებაა“ -  გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
19-05-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, თემატური პლაკატები და ნახატები შექმნეს.

„ღმერთი, სამშოობლო, ოჯახი“ ; „ჩემი ოჯახი, ჩემი ღირსებაა“; „აკვნები დავლოცოთ, საქართველო დაილოცება“;  „მამული, ენა, სარწმუნოება“ - ასეთი იყო მათი გზავნილი.

ბავშვები აქტივობებში ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

„ეს საოცარი და მნიშვნელოვანი დღე ემოციურად და შთამბეჭდავად აღვნიშნეთ. ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ დღეს. ეს დღე, გულგულის საჯარო სკოლაში არის ლამაზად დაწერილი ისტორია“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203