„გვახსოვდეს შინდისის გმირები“ - ყუმურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახელოვან წინაპართა ხსოვნას პატივი მიაგეს
19-05-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია მოეწყო. 

პრეზენტაცია პროექტს - „გვახსოვდეს შინდისის გმირები“, ეხებოდა. 

მოსწავლეებმა შინდისის გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს, ასევე ბავშვებმა, საამაყო რაიონელის, შინდისის ერთ-ერთი გმირის, სოფელ მუქედის მკვიდრ მიხეილ დვალიშვილის ლექსები წაიკითხეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს ისტორიის მასწავლებელი მაია ძაგნიძე ხელმძღვანელობდა. 

„უღრმესი მადლობა მაია მასწავლებელსა და ყუმურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დღევანდელი დღისთვის. ულევი წარმატება თქვენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203