ქუთაისის N16 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
19-05-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
ეს დღე ერთდროულად სიხარულის და სევდის დღესასწაულია. სკოლიდან მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს და ახალი მწვერვალების დაპწყობა უსურვეს.
მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს, ახალგაზრდებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული წარმოდგენა დადგეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მიერ მომზადებულმა, ვიდეორგოლმა ღონისძიება კიდევ უფრო ემოციური გახადა.
მოსწავლეებს, დამრიგებელი ირინა მილორავა განსაკუთრებით ულოცავს სკოლის დასრულებას, მან მათ დიდი შრომა ამაგი ჩადო.
„თითქოს გუშინ იყო აცრემლებული გოგო-ბიჭები მარინა მასწავლებელმა გულში რომ ჩაიხუტა, დღეს კი მის თვალზე გაბრწყინდა სიხარულის ცრემლი, მასთან მისული მოსწავლეები, რომ იხილა.
ირინა მილორავამ კი მთელი სული და გული ჩადო მათ აღზრდაში. დღევანდელი ზეიმი მოსწავლეების პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯია ცხოვრების ასპარეზზე ახალი მწვერვალების დასაპყრობად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ ულოცავს მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას და სამომავლოდ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს