„მე მიყვარს სპორტი“ - ნამაშევის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო პროექტი განხორციელდა 
19-05-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში, პროექტი „მე მიყვარს სპორტი“, განხორციელდა. 

პროექტი, მე და საზოგადოებისა და სპორტის მასწავლებელმა, მინდია გველებიანმა მე-4 კლასში განახორციელა, რაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა, შექმნეს პოსტერი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, მოამზადეს პრეზენტაცია - „ქართველი ოლიმპიელები“ და წარუდგინეს საზოგადოებას.

ასევე პროექტის მიმდინარეობისას, სკოლაში საჭადრაკო სკოლიდან მიწვეული იყო ჭადრაკის მწვრთნელი, რომელიც მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის დასკვნით ეტაპზე ღონისძიებები მოეწყო, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რომლებშიც ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად კონტუათისა და ახალშენის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. 

სკოლებს შორის შეჯიბრი გაიმართა ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობასა და მინიფეხბურთში.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ აქტივობებში,  მოსწავლეებთან ერთად სკოლების მოხალისე მასწავლებლებიც ჩაერთნენ.

შეჯიბრებებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203