ყარაჯალის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა კონკურსში - „ჩემი პირველი ქართული  როლი“ მეორე ადგილი დაიკავეს
19-05-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში- „ჩემი პირველი ქართული  როლი“, წარმატებით იასპარეზეს.

კონკურსი, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა, სადაც მე-9 კლასის მოსწავლეებმა, დამსახურებული მეორე ადგილი დაიკავეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეების დაჯილდოვება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა, სადაც მათ კომპოზიცია - „სარჩობელაზე“, წარადგინეს. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203