წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი - ფიქრია გიორხელიძე საერთაშორისო ვებინარში მონაწილეობდა
19-05-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და ვებინარში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ერთ-ერთი ასეთი ასეთი პედაგოგია ფიქრია გიორხელიძე, რომელიც საერთაშორისო ვებინარში - მდგრადი განვითარების მიზნები პრაქტიკაში, მონაწილეობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ვებინარის ორგანიზატორი 21ST DIGI Skillz საქართველოს აღმასრულებელი გუნდი იყო.

„დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო ვებინარში - „მდგრადი განვითარების მიზნები პრაქტიკაში“. მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს - ქალბატონ ინგა ხარჩილავასადა მის გუნდს იმისათვის, რომ საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოებას ეხმარება საკუთარი გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებაში. მადლობა ბატონ კახაბერ ჩაკვეტაძეს თანადგომისათვის“, - ამბობს პედაგოგი, ფიქრია გიორხელიძე.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება პედაგოგთა და მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203