ბზვანის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლე-მასწავლებლებმა ტუიას 30 ძირი ნერგი დარგეს
19-05-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.

ისინი, ამჯერად, აქტიურად არიან ჩართულნი შემდეგ პროექტებში: ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია, ეკოსკოლის პროგრამა და სამოქალაქო განათლების პროგრამა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეკოსკოლის პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით ტუიას 30 ძირი ნერგი შეიძინეს.

მოსწავლეებმა, ასევე, მასწავლებელთან ერთად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და გარემო გაამწვანეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„სკოლაში აქტიურად გაგრძელდება აღნიშნული ტიპის აქტივობები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203