წყალტუბოს N1 საჯარო სკოლასთან არსებულმა თეატრალურმა დასმა თანატოლებისთვის სპექტაკლი გამართა 
19-05-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლასთან არსებული თეატრალური დასი - „ოტიაური“, ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლას ესტუმრა. 

ვიზიტი 17 მაისს გაიმართა, ბავშვებმა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით, თანატოლებს პავლე თოდაძის პიესა - „გამოძიება შეწყვეტილია“, უჩვენეს.

აღსანიშნავია, რომ ასევე სკოლაში ფორუმ-თეატრის მონაწილეებმა, ბავშვებს, ძალადობის თემაზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, მცირე სიუჟეტი წარუდგინეს.

„დასის სახელით მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორ ზურაბ მამარდაშვილს მასპინძლობისთვის“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203