თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეება კვებითი ჯაჭვის მოდელი შექმნეს
19-05-2023
თბილისის N136 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების პედაგოგმა ნელი ვიალოვმა მოსწავლეებს საინტერესო ღია გაკვეთილი შესთავაზა.

პედაგოგმა გაკვეთილი მე-5 კლასში ჩაატარა, თემაზე - „კვებითი ჯაჭვი“. 

მოსწავლეებმა, მინილექცია მოისმინეს, თემასთან დაკავშირებით ანიმაცია და ვიდეორგოლი ნახეს, რის შედეგადაც ფრაგმენტებისგან, რამოდენიმე კვებითი ჯაჭვი შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, ასევე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ოკეანის ეკოსისტემებში, ზვიგენების როლზე მინილექცია მოისმინეს.

14 ივლისი ზვიგენებზე ზრუნვის საერთაშორისო დღეა, ამასთან დაკავშირებით გაკვეთილზე ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ზვიგენები გადაშენების პირას არიან იმის გამო რომ ყოველწლიურად 70 მილიონამდე ზვიგენს ხოცავენ, ფარფლებისგან წვნიანს ამზადებენ და ეს წვნიანი დელიკატესად ითვლება.

„ოკეანის ეკოსისტემა საფრთხეშია!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203