„ჩემი თბილი ოჯახი“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ბებიებს უმასპინძლეს
19-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე არაერთი აქტივობით თუ ღონისძიებით აღინიშნა. 

ამჯერად, სკოლის I კლასში აქტივობა - „ჩემი თბილი ოჯახი“ ჩატარდა, რომელიც ოჯახის სიწმინდის დაცვისა და მშობლების პატივისცემის დღეს მიეძღვნა.

აღნიშნული კლასის ხელძღვანელი იამზე წულუკიძე გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე ბავშვებთან სტუმრად იყვნენ მათი ბებიები, რომლებმაც თავიანთ ოჯახებსა და ტრადიციებზე ისაუბრეს.

მათ ასევე თავიანთი ბავშვობიდან საინტერესო ისტორიები გაიხსენეს.

„პატარები ყურადღებით უსმენდნენ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებსაც მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღე მათთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.

„შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატარებმა კიდევ ერთხელ გაითავისეს, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის, უფროსების პატივისცემა და დაფასება“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203