ძულუხის საჯარო სკოლაში აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და ბუნებრივი გარემოს შესახებ მოსწავლეთა ცოდნის ამაღლების მიზნით, კვირეული ჩატარდა
19-05-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლაში აფხაზეთის შესახებ სასკოლო კვირეული მოეწყო.

კვირეულის მიზანი აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ფარგლებში, უფროსკლასელებმა კედლის გაზეთები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„მათ ასევე დაწერეს ესეები, რომლებითაც წარმოადგინეს თავიანთი ხედვა აფხაზეთის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და კვირეულები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203