ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა წარმატება და დამსახურებული სერტიფიკატები 
18-05-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული, საგანმანათლებლო ტექსტებს დიდი ინტერესით ასრულებენ და წარმატებაც სახეზეა. 

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა - ელენე კუბლაშვილმა და ანანო აბესაძემ (დამრიგებელი და მათემატიკის პედაგოგი, მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე), მონაწილეობა მიიღეს izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში და ტესტის წარმატებით გავლისთვის მიენიჭათ სერტიფიკატები.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ელენეს მეათე და ანანოს მეშვიდე გამარჯვებაა. ისინი izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური და ნიჭიერი მონაწილეები არიან. საამაყო მოსწავლეებმა, პედაგოგმა და მშობლებმა ეს წარმატება დაუღალავი შრომით მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ კლასის მოსწავლეებმა დავით წერეთელმა, გიორგი ბრეგაძემ, ზურა ფხალაძემ და ვატო დევდარიანმა, ელენესთან და ანანოსთან ერთად იასპარეზეს „კინგსის“ ოლიმპიადაში და სერტიფიკატები დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203