„თბილისი მაშინ, თბილისი ახლა“ - ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში საინტერესო სპექტაკლი დაიდგა
18-05-2023

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, სპექტაკლი - „თბილისი მაშინ, თბილისი ახლა“ გაითამაშეს.

მოსწავლეებმა სხვადასხვა როლი შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი ინტეგრირებულად დაიგეგმა და მიზნად ისახავდა მე-19 საუკუნის თბილისის ისტორიის გაცნობას და მის სცენაზე „გაცოცხლებას“. ასევე, მე-19 საუკუნის თბილისური ყოფისა და თანამედროვე თბილისური ცხოვრების შედარებას.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნატო ბერძული და ისტორიის მასწავლებელი მარიამ კუჭაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203