თბილისის N48 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები კონფერენციაზე საკუთარი კვლევის შედეგების მოხსენებით წარდგნენ
18-05-2023
თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ პროექტში აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, XI კლასის მოსწავლეები, თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში გამართულ, პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებულ, მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციაზე საკუთარი კვლევის შედეგების მოხსენებით წარდგნენ.

კვლევა კბილის მინანქარზე ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების გავლენის შესწავლას ეხებოდა. 

მოსწავლეები აქტივობაში პედაგოგ ნინო მიროტაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203