საღანძილის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლის - დავით ტაბატაძის წარმატება ინტელექტუალურ კონკურსში
18-05-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე და აქტიური მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვებიან. 

ერთ-ერთი ასეთი VIII კლასის მოსწავლე დავით ტაბატაძეა. ის, ამჯერად, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით გამართული ფესტივალის - „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში, ჩატარებულ ინტელექტუალურ თამაშ „ერუდიტში“ მონაწილეობდა. 

მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა და წარმატებას მიაღწია - ის საუკეთესო შედეგებით ფინალში მოხვდა.

„ვუსურვებთ კიდევ ბევრჯერ ესახელებინოს მშობლიური სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203