თბილისის N129 საჯარო სკოლის VI კლასებში საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილები ჩატარდა
18-05-2023
თბილისის N129 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ხორციელდება. 

ამჯერად, VI4 და VI5 კლასებში სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების თემაზე საჩვენებელი გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. მათ მასწავლებელი ნანა ჯაფარიძე უძღვებოდა. 

მოსწავლეებმა შესრულებული კომპლექსური დავალებების პრეზენტაცია გამართეს, მათ იგავ-არაკის მიხედვით კომიქსები შექმნეს. მეექვსეკლასელებმა ინფორმაცია მოიძიეს, დავალებას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, შესაძლებლობები გამოვლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ვიდეოები:
 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203