„დავბრუნდებით აფხაზეთში“ - ლესიჭინეს თემის N3 სკოლის მოსწავლეებმა, სასკოლო კონკურსისთვის, შთამბეჭდავი კლიპი გადაიღეს
18-05-2023
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი, გამორჩეული და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში ჩართვისას უდიდეს მონდომებასა და პასუხისმგებლობას ავლენენ.
ამჯერადაც ასე მოხდა, მათ სასკოლო კონკურსისთვის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ კლიპი - „დავბრუნდებით აფხაზეთში“ გადაიღეს. ის 4 წუთისა და 32 წამის განმავლობაში გრძელდება, ერთმანეთს კი სხვადასხვა შთამბეჭდავი კადრი ეცვლება. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში მოქმედება თანმიმდევრულად და საინტერესოდ ვითარდება.
მოსწავლეებმა იმღერეს, შესაბამისად გამოწყობილებმა ცეკვა შეასრულეს, გარდა ამისა, სამსახიობო უნარებიც წარმოაჩინეს. კლიპი მართლაც შთამბეჭდავია, ის არაერთ ლოკაციაზეა გადაღებული.
ფაქტია, რომ მოსწავლეებმა მის მომზადებაში უდიდესი შრომა და ენერგია ჩადეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს